კოუტინიოს ტრანსფერი დეულოფეუს იტალიაში დააბრუნებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კოუტინიოს ტრანსფერი დეულოფეუს იტალიაში დააბრუნებს

5-01-2018, 13:50

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიის "ბარსელონა" "ლივერპულის" ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს საბოლოოდ შეათანხმებს, მაშინ ჯერარდ დეულოფეუსთვის "ბლაუგრანაში" ადგილი აღარ მოიძებნება.

"Football Italia"-ს ინფორმაციით, "მილანის" ყოფილ ფეხბურთელს სათამაშო დროის სიმცირე არ ხიბლავს და კვლავ აპენინსე სურს დაბრუნება. მისი შეძენის სურვილი კი "ნაპოლიმ", "ინტერმა" და "რომამ" გამოთქვეს.

ყველაზე მეტად მილანური გრანდი აქტიურობს, რომელიც უკვე მართავს ფარულ მოლაპარაკებებს ესპანელი ფეხბურთელის თაობაზე, თუმცა იქნება თუ არა თანახმა ჯერარდი "ნერაძულიში" გადასვლაზე, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, დეულოფეუმ გასულ ზაფხულში "მილანის" დატოვების შემდეგ "ბარსელონას" მაისური სულ 16 მატჩში მოირგო, აქტივში კი 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით