ობამეიანგი ჩინურ გუნდს შეუთანხმდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ობამეიანგი ჩინურ გუნდს შეუთანხმდა

6-01-2018, 14:54

გერმანული მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდში ბოლო სეზონს ატარებს და სულ მალე დატოვებს თავის გუნდს. მას არაერთი მსურველი ჰყავს, მაგრამ გაბონელმა შემტევმა ჩინეთის ჩემპიონატში გადაწყვიტა ასპარეზობა. 

Sima Sports-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბორუსიას" ლიდერი "გუანგჭოუ ევერგრანდში" გადავა. ტრანსფერის ფასი 72 მილიონი ევრო იქნება. 

როგორც ცნობილია, ობამეიანგმა სხვა ჩინური გუნდიდან, "ბეიჯინგ გუოანიდანაც" მიიღო წინადადება, მაგრამ აღნიშნული კლუბი 60 მილიონ ევროზე მეტს არ იხდიდა, გერმანელები კი იმ მხარეს დათანხმდნენ, რომლებმაც უფრო მეტი ფული შესთავაზეს მათ. 

შეგახსენებთ, რომ გაბონელ ფეხბურთელს აქამდე ისეთ გუნდებს უკავშირებდნენ, როგორებიც "რეალი", "მილანი", "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.



  • AM11
  • 6 იანვარი 2018 15:43
shecdoma daushva ra

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით