"არსენალმა" სანჩესის შემცვლელი იპოვნა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"არსენალმა" სანჩესის შემცვლელი იპოვნა

6-01-2018, 15:08

იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ალექსის სანჩესს "არსენალთან" მოქმედი კონტრაქტი ეწურება, არსენ ვენგერმა იანვარში ჩილელი ფეხბურთელის გაყიდვა არ გამორიცხა. 

ამასთან, ფრანგმა სპეციალისტმა სანჩესის შემცვლელიც იპოვნა. "მეთოფეების" მთავარ მწვრთნელს "მონაკოს" ახალგაზრდა შემტევის, ტომა ლემარის შეძენა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გასულ ზაფხულს ლონდონელებმა ფრანგულ კლუბს 90 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს, მაგრამ მონეგასკებმა უარი თქვეს ლემარის გასხვისებაზე. ამჯერად, "ემირეითსზე" სჯერათ, რომ 22 წლის შემტევი ნამდვილად გადავა "პრემიერ ლიგაში".

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ალექსისის თაობაზე 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა "არსენალს". 



  • AM11
  • 6 იანვარი 2018 15:21
magaria lemari

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით