მჭედლიძის "ემპოლიდან" წასვლა გადაწყვეტილია

9-01-2018, 01:29

"ემპოლის" სერია ბ-ში დაქვეითების შემდეგ არ წყდება ჭორები, რომ გუნდს ზაფხულის თუ არა, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მაინც დატოვებდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე. მათ შორის კი საუბარი ქართველ ლეგიონერ ლევან მჭედლიძეზეც იყო.

დღეს გამოცემა "Pianetaserieb.it"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდის ემპოლური გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლევანმა, ჯერჯერობით უცნობია.

აქამდე ვრცელდებოცა ცნობები, რომ მჭედლიძის შეძენის სურვილს "ბოლონია" და "ტრაბზონსპორი" გამოთქვამდა, თუმცა რას გეგმავენ ახლა ისინი, არავინ იცის.

ცნობისთვის, ამამად 27 წლის ქართველს გასული აპრილიდან მოყოლებული ტრავმა აწუხებს და სარეაბილიტაციო კურსს გადის. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით