ბოაში: "მალე 1 მილიარდიანი ტრანსფერები განხორციელდება"

10-01-2018, 10:45

სატრანსფერო ფასი რომ დღითიდღე იზრდება, ეს ახალი ამბავი არ არის. გასულ ზაფხულს ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენმა" 222 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა, ახლახანს კი "ბარსელონამ" კოუტინიოში "ლივერპულს" 160 მილიონი ევრო გადაუხდა.

დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი პიტერ ბოში ფიქრობს, რომ რამდენიმე წელში ფეხბურთის ვარსკვლავები 1 მილიარდად გაიყიდებიან.

"ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ფეხბურთელებში ერთ მილიარდის გადახდაც კი არ გაუჭირდებათ. ასე რომ, ნეიმარის რეკორდი ძალიან მარტივად მოიხსნება."

"სატრანსფერო ფასები მუდმივად მაღლა იწევს და ეს გასაკვირი არ არის. ფეხბურთი ხომ დღითიდღე ვითარდება",  - აცხადებს პიერ ბოში.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით