"ვალენსიამ" ფრანსის კოკლენი იყიდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ვალენსიამ" ფრანსის კოკლენი იყიდა

10-01-2018, 22:51

"არსენალის" ცენტრალური ნახევარმცველი, ფრანსის კოკლენი სულ მალე "ვალენსიას" მაისურს მოირგებს. 

ორივე კლუბი უკვე შეთანხმდა და ტრანსფერის ღირებულება 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება. 

არსენ ვენგერმა გუშინ განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერს არ გამორიცხავდა. 26 წლის საყრდენსა და ესპანურ კლუბს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ ერთმანეთს. 

მართალია ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ "ღამურებმა" სოციალურ ქსელში დადეს ფოტო, რომელზეც კოკლენის ინიციალებია გამოსახული. 

მიმდინარე სეზონში არსენ ვენგერი თავის ფეხბურთელს საერთოდ არ ენდობა, კოკლენს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე სურს გამგზავრება და ამისათვის ბრძოლას აპირებს. 



  • AM11
  • 10 იანვარი 2018 23:03
gamoadgebat dzaan

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით