"ბარსელონამ" დეულოფეუს ფასი დაადო » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბარსელონამ" დეულოფეუს ფასი დაადო

11-01-2018, 10:56

უსმან დემბელესა და ფილ კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერის შემდეგ კატალონიურ გრანდში ხერარდ დეულოფეუს ადგილი აღარ რჩება. ესპანელ გარემარბს სერია ა-ში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, მისი შეძენით კი "მილანი", "ინტერი", "რომა" და "ნაპოლი" ინტერესდებიან.

"Sportmediaset"-ის ცნობით, "ბლაუგრანას" დეულოფეუს სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურს. "ბარსელონა" არენდაზეც თანახმაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სეზონის დასრულების შემდეგ ხერარდის კლუბს მისი სატრანსფერო უფლებებს გამოსყიდვა მოუწევს.

დეულოფეუს "მილანში" დაბრუნება სურს, თუმცა სხვა შემოთავაზებებსაც განიხილავს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი მოახლოვდა და მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თავისი ადგილის მოპოვება აქვს განზრახვული.



  • levani25
  • 11 იანვარი 2018 12:57
ინტერს უნდა მაგრადო და წავა იქ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით