50 წლის ფორვარდმა "იოკოჰამასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

11-01-2018, 18:19

50 წლის იაპონელმა თავდამსხმელმა, კაზუიოში მიურამ "იოკოჰამასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. მიურამ პროფესიონალური კარიერა 1986 წელს "სანტოსში" დაიწყო და მომდევნო სეზონი მისთვის რიგით 33-ე იქნება კარიერაში.

ხსენებულ ფეხბურთლეს არაერთი საინტერესო რეკორდი ეკუთვნის. მაგალითად, ის არის ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი და ასევე ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი მსოფლიო ფეხბურთის პროფესიონალური ლიგების ისტორიაში.

მიურა 2005 წლიდან "იოკოჰამას" ღირსებას იცავს და მან იაპონიის J ლიგა 2-ში 12 თამაშიდან 1-ხელ მოახერხა გოლის გატანა.


საინტერესო

  • tsandro
  • 11 იანვარი 2018 18:19
საღოლ ბაბუ :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით