"მზად ვარ". - საბა კვირკველიამ "ლოკომოტივში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

12-01-2018, 14:10

საშობაო შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი საბა კვირკველია საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა.

ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და დღეს, 12 იანვარს "ლოკომოტივთან" ერთად ესპანეთში გაემგზავრა, სადაც გუნდი შკერებას გაივლის და 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

სამედიცინო შემოწმების დროს კვირკველიამ განაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის მზადაა.

ამჟამად "ლოკომოტივი" რუსეთის ჩემპიონატს ლიდერობს და ევროპის ლიგაზეც 1/16 ფინალშია გასული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით