შოთა არველაძემ "ერთა ლიგაში" საქართველოს ნაკრების შანსებზე ისაუბრა

12-01-2018, 21:29

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა, შოთა არველაძემ აზერბაიჯანულ Azerisport-თან ჩვენს ნაკრებზე ისაუბრა.

"ახალი ფორმატის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საკმაოდ კარგი შანსები გვაქვს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისი ეროვნულ ნაკრებში დატოვა, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო. მან ისეთი გუნდი შექმნა, რომელსაც თამაში შეუძლია".

"კითხეთ ქართველებს და გიპასუხებენ, თუ რა შანსი გვაქვს ერთა ლიგაზე. ძალიან ცუდი იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ". - ამბობს შოთა არველაძე 



  • AM11
  • 12 იანვარი 2018 21:52
unda gavidet

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით