რუსმა ჟურნალისტმა ანანიძის კარიერა მიმოიხილა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

რუსმა ჟურნალისტმა ანანიძის კარიერა მიმოიხილა

12-01-2018, 21:55

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი, ჯანო ანანიძე აგერ უკვე ათი წელია, რაც მოსკოვის "სპარტაკის" რიგებში ირიცხება. ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსულმა გამოცემა Bombardir.ru-მ მისი კარიერა ძალიან შავბნელ ფერებში მიმოიხილა.

სტატიაში ძირითადი ყურადღება ჯანოს კრიტიკაზეა გამახვილებული. მისმა ტრავმებმა და მუდამ არასტაბილურმა ფორმამ 25 წლის მოთამაშეს კარიერაში დიდი ნახტომების გაკეთების საშუალება არ მისცა. საბოლოოდ ამ ყველაფერმა კი "სპარტაკში" მისი ძირითადი შემადგენლობის წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

რუსი მიმომხილველების აზრით, ანანიძესთვის იდეალური იქნება ის კლუბი, რომელშიც მას სრული თავისუფლება ექნება და სადაც მას ენდობიან. მაგალითისთვის კი ჯანოს "როსტოვული" ერთი წელი გაიხსენეს. საბოლოო ჯამში კი სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ანანიძესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი სწორედ მიმდინარე წელს ექნება და მან უნდა დაამტკიცოს ის, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია ფეხბურთის თამაში, თუმცა მის სიტყვებში მაინც უფრო დიდი პესიმიზმი შეიმჩნევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით