"არსენალი" ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობს

15-01-2018, 22:06

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსენ ვენგერი ალექსის სანჩესის შემცვლელს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძენს. პრესაში არაერთი ტოპ ფეხბურთელის გვარმა გაიჟღერა, რომელთა შორის პიერ-ემერიკ ობამეიანგიც მოხვდა. 

როგორც Telegraph-ი წერს, ლონდონური კლუბი უკვე დაეკონტაქტა დორტმუნდის "ბორუსიას" და მოლაპარაკებებიც დაიწყო. "არსენალის" ტრანსფერების მენეჯერმა, სვენ მისლინტატმა ფრანგ მწვრთნელს პირადად ურჩია გაბონელი ფორვარდის შეძენა. 

როგორც გერმანული მედია იუწყება, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ობამეიანგი "სიგნა იდუნა პარკს" დატოვებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს თავის კარიერას "ბორუსიას" ლიდერი. 



  • AM11
  • 15 იანვარი 2018 22:27
sanchezis gareshe mainc rtulad akvt sakme

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით