დორტმუნდის "ბორუსიამ" ტრანსფერი დაადასტურა

15-01-2018, 22:11

მიმდინარე სეზონში დორტმუნდის "ბორუსია" ძალიან ცუდად გამოიყურება. გუნდმა ერთბაშად რამდენიმე მატჩი წააგო და მთავარი მწვრთნელიც გამოიცვალა.

კლუბის ხელმძღვანელობამ ფანებს პირობა მისცა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთ ახალ ფეხბურთელს შეიძენდნენ. გერმანელებმა პირობის შესრულება დაიწყეს. 

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბაზელის" შვეიცარიელი მცველი, მანუელ აკანჯი "სიგნალ იდუნა პარკზე" გააგრძელებს კარიერას. 22 წლის მცველმა 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულსაც" სურდათ, მაგრამ "ბორუსიამ" ყველას აჯობა. 



  • AM11
  • 15 იანვარი 2018 22:42
მაგარი ტრანსფერია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით