გიორგი მაკარიძე კლუბი გამოიცვალა

16-01-2018, 23:16

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მაკარიძე სეზონის დარჩენილ ნაწილს პორტუგალიურ "რიუ ავეში" გაატარებს. ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. 

როგორც ცნობილი გახდა, ქართველი მეკარე 6 თვეს გაატარებს ახალ კლუბში, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება. 

"რიუ ავეს" ძირითადი მეკარე, კასიო ტრავმირებულია და სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება ჩვენებური. 

პორტუგალიის ჩემპიონატში მაკარიძის ახალი გუნდი მე-5 პოზიციას იკავებს. მიგელ კარდოსოს ბიჭებს 18 ტურის შემდეგ 30 ქულა აქვთ. 


  • AM11
  • 16 იანვარი 2018 23:19
ძალიან კარგია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით