"რეალი" ობამეიანგში 70 მილიონს იხდის

17-01-2018, 18:41

დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგს უკვე დიდი ხანია, რაც მადრიდის "რეალს" უკავშირებენ. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" უკვე დაიწყო მუშაობა გაბონელი ფორვარდის შესაძენად. წყაროს ცნობით, "თეთრები" ობამეიანგის შესაძენად 70 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

როგორც ცნობილია, ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ესპანელები მაურო იკარდის დამატებას ეცდებიან.



  • Tengo98
  • 17 იანვარი 2018 20:21
Au es da bale flangebze daangreven orive swrafi fexburtelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით