პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

17-01-2018, 20:38

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლეგენდარული ქართველი მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ნოდარ ახალკაცი 2 იანვარს 80 წლის გახდებოდა. სწორედ ამ იუბილესთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა მის შვილს, მედეა ახალკაცს ღირსების ორდენი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მას უკავშირდება საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება. თბილისის "დინამომ" 1981 წელს სწორედ ახალკაცის მეთაურობით მოიგო თასების მფლობელთა თასი.


  • tsandro
  • 17 იანვარი 2018 20:54
დამსახურებული ჯილდოა! <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით