"იუვენტუსს" ექტორ ბელერინი სურს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"იუვენტუსს" ექტორ ბელერინი სურს

17-01-2018, 22:28

მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვესმა ტურინის "იუვენტუსი" დატოვა და "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა სათამაშოდ, იტალიურ გუნდს ამ პოზიციაზე გარკვეული პრობლემები აქვს. 

სწორად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მასიმილიანო ალეგრიმ გადაწყვიტა, რომ ახალი ფეხბურთელი დაიმატოს. "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა "პრემიერ ლიგის" ერთ-ერთ გამორჩეულ დამცველს სთავაზობს კონტრაქტს. 

საუბარია ექტორ ბელერინზე. "არსენალის" სისტემაში გაზრდილმა ესპანელმა წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა და გრანდების ყურადღებაც მიიპყრო. 

Calciomercato წერს, რომ "სერია ა-ს" მოქმედი ჩემპიონები სეზონის დასრულების მერე განახორციელებენ ამ ტრანსფერს. 



  • AM11
  • 18 იანვარი 2018 00:12
dzalian mouxdeba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით