"ბარსელონამ" პიკესთან გაახანგძლივა, გამოსასყიდი თანხა 500 მილიონია

18-01-2018, 15:57

დღეს, 18 იანვარს ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ, ჟერარ პიკემ კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

როგორც იცით, 30 წლის ესპანელით ბევრი გრანდი იყო დაინტერესებული, მაგრამ ჟერარმა მაინც "ბლაუგრანას" ერთგულება არჩია და საყვარელ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ამიერიდან პიკეს გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბარსელონელი პიკე კატალონიური გრანდის ღირსებას უკვე 9 წელზე მეტია იცავს.


საინტერესო

RAINFO RAINFOOO

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით