ბათუმის "დინამოს" სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება

18-01-2018, 21:25

სულ ცოტა ხნის წინ, ბათუმის "დინამოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ბათუმური კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ზღვისპირა ქალაქში ასაშენებელი სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 2018 წლის 21 იანვრისთვისაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, ზემოთხსენებული სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მშენებლობას შპს "ანაგი" აწარმოებს, რომელსაც სტადიონის ასაშენებლად 34 თვის ვადა აქვს მიცემული.


საინტერესო

dzaan lamazi stadionia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით