"არსენალი" "ბორუსიას" დაუკავშირდა

20-01-2018, 22:36

უკანასკნელ პერიოდში, ინგლისური და გერმანული გამოცემები ხშირად წერენ, რომ ლონდონის "არსენალს" დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაბირება სურს. 

როგორც ბრიტანული Sky Sports-ი წერდა, "მეთოფეები" ობამეიანგში 53 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიან. ეს სწორედ ის თანხაა, რასაც გერმანული კლუბი მოითხოვს. 

დღეს გერმანული კლუბის წარმომადგენელმა, ჰანს-იოახიმ ვაცკემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლონდონელებისგან შეთავაზება მიიღეს. როგორც ჩანს, "ბუნდესლიგის" გუნდი ამ წინადადებას განიხილავს. 

"სიგნალ იდუნა პარკიდან" გაბონელი შემტევის წასვლა უკვე გადაწყვეტილია. მან გუნდის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. 



  • AM11
  • 21 იანვარი 2018 01:07
dzaan gamoadgebat

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით