ჩაკვეტაძემ "გენტში" პირველად გაიტანა

22-01-2018, 01:01

დღეს გაიმართა ბელგიის იუპიერლიგის 22-ე ტურის მატჩი, რომელშიც "გენტმა" "ლოკერენს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მე-3 გოლი გუნდის ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. 18 წლის ნახევარმცველმა თამაშის 86-ე წუთზე ჩამოწოდებული ბურთი კარგად დაამუშავა, მეტოქე იოლად მოატყუა და საკმაოდ ლამაზი გოლიც გაიტანა.

ჩაკვეტაძესთვის ეს რიგით მეორე თამაში გახლავთ იუპიერლიგაში. პირველად დაახლოებით ორი თვის წინ გამოჩნდა მოედანზე, როდესაც "ბრიუგესთან" გამართულ შეხვედრაში ბოლო ცხრა წუთი დაჰყო მინდორზე. დღეს კი ის 42-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და დარჩენილ დროში თავი კარგადაც გამოიჩინა. "გენტი" 22 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზეა.



 


  • tsandro
  • 22 იანვარი 2018 01:03
კაი გოლი იყო!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით