ვაისი: "ჩვენი სურვილი მიზნის მიღწევაა" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ვაისი: "ჩვენი სურვილი მიზნის მიღწევაა"

24-01-2018, 21:25

უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს მეტოქეთა ვინაობა დღეს ლოზანაში გაირკვა. შვეიცარიაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.

საქართველო დ ლიგის ა ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდებ.

წილისყრის შესახებ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

რასაკვირველია, ჩვენი სურვილია მიზნის მიღწევა, თუმცა, პატივი უნდა ვცეთ ყველა მეტოქეს, რომელიც დღევანდელი წილისყრის შედეგად შეგვხვდა. ყაზახეთის ფეხბურთს კარგად ვიცნობ, ლატვიასაც საკმაოდ მცირე ხნის წინ ვეთამაშეთ და არც ანდორა იქნება იოლი მეტოქე. იმედია, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისთვის 2018 წლის სეზონის დასაწყისი წარმატებული იქნება და საშემოდგომოდ მზად იქნებიან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის. ჩვენი ნაკრების ყველა წევრი, ისევე როგორც ყველა ქართველი, ოცნებობს დიდ ტურნირზე თამაშის უფლების მოპოვებაზე. ეს ახალი ტურნირი ყველა ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესანიშნავ შანსს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სანახაობრივი იქნება მოწინავე ჯგუფებში მოასპარეზე წამყვან გუნდებს შორის ბრძოლა. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, მიმაჩნია, რომ ყველა გუნდს გააჩნია გამარჯვების და წარმატების შანსი. შემოდგომისთვის თანმიმდევრობით მოვემზადებით ყველა მეტოქესთან შესახვედრად, - გასულ საკვალიფიკაციო ციკლში ჩვენ ხშირად კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა, სასურველი შედეგების მოპოვება ვერ შევძელით. ახლა დროა, გავიმარჯვოთ. რადგან თუ გსურს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, აუცილებლად უნდა მოიგო და გაიმარჯვო ჯგუფში,"- აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - GFF.GE



  • beka10
  • 24 იანვარი 2018 21:26
საოცარი კაცია ვაისი <3 <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით