"დორტმუნდმა" "არსენალის" შეთავაზება უარყო » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"დორტმუნდმა" "არსენალის" შეთავაზება უარყო

25-01-2018, 15:05

უკვე გადაწყვეტილია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" პიერ-ემერიკ ობამეიანგი დატოვებს. გაბონელი ფორვარდი ბოლო თამაშებში განაცხადშიც კი აღარ ხვდება, რადგან გერმანული გუნდის მაისურით თამაშზე უარს ამბობს. 

შექმნილი ვითარებით სარგებლობს ლონდონის "არსენალი" და ბუნდელსიგის კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. "მეთოფეებმა" პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთეს. 

როგორც Sky Sports-ი წერს, ინგლისურმა გუნდმა დორტმუნდელებს 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. გერმანელები 60 მილიონზე ნაკლებს არ დათანხმდებიან.

ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე ორივე მხარე შეთანხმებას მიაღწევს და ობამეიანგი "ემირეითსზე" გააგრძელებს კარიერას. 



  • AM11
  • 25 იანვარი 2018 15:48
shestavazon 60

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით