ფაბინიო: "მონაკოში ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება"

29-01-2018, 01:11

მანჩესტერ "იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" სამიზნემ, ფაბინიომ თავის მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, მისი ეპოქა "მონაკოში" ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და სხვაგან აპირებს წასვლას.

"ვფიქრობ, ამ კლუბში ჩემი თავი უკვე ამოვწურე. როგორც ყველა ფეხბურთელს, ასევე მეც გამაჩნია ამბიციები, რისთვისაც ახალი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო."

"ამჟამად კლუბის მიზანი ლიგის ზონაში მოხვედრაა, რაშიც აუცილებლად დავეხმარები. ამის შემდეგ კი დიდი ალბათობით სხვა გუნდში გადავალ." - აცხადებს ფაბინიო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით