ობამეიანგი "არსენალში" გადადის

29-01-2018, 14:45

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის "არსენალი" და "დორტმუნდი" გაბონელი თავდამსხმელის პიერ ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმდნენ და ხელშეკრულება უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაფორმდება.

აფრიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "დორტმუნდი" 60 მილიონ ფუნტს მიიღებს, ხოლო სხვა დეტალები გარიგების შესახებ ჯერჯერობით ფართო მასებისთვის უცნობია.

პიერ ემერიკ ობამეიანგი "დორტმუნდის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და ამ პერიოდში მას 98 გატანილი გოლი დაუგროვდა.

აქამდე გავრცელებული ცნობით, გაბონელი არა "არსენალში", არამედ ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბში უნდა გადასულიყო



  • beka10
  • 29 იანვარი 2018 16:06
დიდებული ინფორმაციააა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით