ცხადაძის კომენტარი ყაზახეთის ნაკრების გაწვრთნასთან დაკავშირებით » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ცხადაძის კომენტარი ყაზახეთის ნაკრების გაწვრთნასთან დაკავშირებით

30-01-2018, 12:21

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე, ყაზახური მედიის ინფორმაციით, ამავე ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის გადაცემა "სპორტის საათისთვის" მიცემულ ინტერვიუში სპეციალისტმა განცხადება გააკეთა.

ცხადაძის თქმით, მას ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციიდან არ დაკავშირებიან.

"ნაკრების მესვეურები არ დამკავშირებიან. რაც შეეხება წინადადებას დავთანხმდები თუ არა - დიახ, დავთანხმები". - განაცხადა კახა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის გათამაშებაში ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში არიან.



  • beka10
  • 30 იანვარი 2018 12:22
kaxa ar unda wavides yazaxetshi

kaxa ar unda wavides yazaxetshi

Aq Siri yavt chven treners ert shecdomas ar patioben

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით