იტალიური პრესა: "რეალმა" ფარული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

იტალიური პრესა: "რეალმა" ფარული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა

30-01-2018, 12:33

მილანის "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდის შესახებ სატრანსფერო ცნობები არ წყდება. მადრიდის "რეალში" იანვრის ტრანსფერებს გამორიცხავენ, თუმცა პრესაში წერენ, რომ ფლორენტინო პერესი იტალიელ წარმომადგენლებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"Calciomercato"-ს ინფორმაციით, "ბლანკოსი" ლომბარდიელი კლუბის მესვეურებს უკვე შეუთანხმდა. არგენტინელი ფეხბურთელი იანვარშივე დატოვებს იტალიას, მის სანაცვლოდ კი "ნერაძური" 106 მილიონ ევროსა და მატეო კოვაჩიჩის სატრანსფერო უფლებებს მიიღებს. 

"Sky"-ს ჟურნალისტ ლეანდრო მონტოიას თქმით კი, 24 წლის თავდამსხმელი მილანელ თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და მადრიდში გასამგზავრებელი ბილეთიც დაჯავრშნა. როგორც ჩანს, საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიდის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით