იკარდი "ინტერს" დაემშვიდობა?

30-01-2018, 17:31

როგორც ცნობილია, მარიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კარიმ ბენზემას შემცვლელის მოყვანა სურს და ამ კანდიდატურაზე მაურო იკარდის განიხილავს, რომელიც "ინტერის" ღირსებას იცავს. 

ესპანური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შემდგარია და ესპანური კლუბი არგენტინელი ფორვარდის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის. საუბარია 100 მილიონ ევროზე. 

ამ ყველაფრის ფონზე, მილანური გუნდის კაპიტანმა სოციალურ ქსელში სურათი დადო, რითაც ვიღაცას, ან რაღაცას ემშვიდობება. იტალიური პრესა წერს, რომ მაურო იკარდი თავის გუნდს ასე ემშვიდობება, რადგან სულ მალე "სანტიაგო "ბერნაბეუზე" გადაბარგდება. 

"შეგეძლოს დამშვიდობება, ნიშნავს იმას, რომ გაიზარდე" - წერია სურათზე 


  • AM11
  • 30 იანვარი 2018 18:11
magari transferia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით