ოფიციალურად: მარკ ბარტრა ესპანეთში დაბრუნდა

31-01-2018, 10:33

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა საკუთარ საფეხბურთო კარიერას ესპანეთის ჩემპიონატის ბინადარ "ბეტისში" გააგრძელებს.

ბარტრას უკანასკნელი გუნდი დორტმუნდის "ბორუსია" გახლდათ, სადაც იგი კატალონიის "ბარსელონადან" 2016 წელს გადავიდა და გერმანული ფეხბურთის ერთერთ გრანდში 1.5 წელი გაატარა.

ბარტრამ "ბეტისთან" 5.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება გარიგების სხვა დეტალებს, იგი ჯერჯერობით ფართო მასებისთვის ცნობილი არაა.

"გერმანულ გუნდში უდიდესი სიყვარული მივიღე. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რასაც ახლა ვგრძნობ", - განაცხადა ბარტრამ "ბორუსიას" დატოვების შემდეგ.



  • beka10
  • 31 იანვარი 2018 10:30
saocari kacia marki

  • Saba 35
  • 31 იანვარი 2018 14:05
საოცარი ბექა თავის საოცრებებშია

  • Mesi10
  • 31 იანვარი 2018 20:25
Arundz gadasuliyo ... tuunda rames miagwios cota narmalna gundshi unda wasuliyo rogoricaa sevilia magalitad.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით