ლორია და იკარდი ერთად, საინტერესო წინადადება

1-02-2018, 12:45

ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად იწერება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ინტერის" არგენტინელი ფოვარდი მაურო იკარდი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს 116 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

ამასთან ერთად, იკარდის პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიც" იწვევს და სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ზაფხულში გუნდს გამოიცვლის.

იკარდისთან დაკავშირებით საინტერესო და ძალიან კომიკური განცხადება გაავრცელა რუსულმა "კრილიამ". გუნდის ოფიციალურ გვერდზე დაწერეს, რომ იკარდის სინჯებზე იწვევენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მის შესაძენადაც იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ "კრილიას" საუთრებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაა, თუმცა იგი ამჟამად იჯარის წესით "ანჟიში" გამოდის.


  • beka10
  • 1 თებერვალი 2018 12:46
lori dachagrasv ikos <3

მაგარი გადასვლა იყო))

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით