ობამეიანგი: "ბოდიშს გიხდით, ძალიან გიჟური ვარ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ობამეიანგი: "ბოდიშს გიხდით, ძალიან გიჟური ვარ"

1-02-2018, 12:22

იანვრის სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა. ერთ-ერთი გამორჩეული კი პიერ-ემერიკ ობამეიანგის ნისლიან ალბიონზე გადაბარგება გახლდათ, ამას სატრანსფერო ფასიც უსვამს ხაზს - "დორტმუნდმა" გაბონელის სანაცვლოდ "არსენალისგან" 70 მილიონი ევრო მიიღო.

"მეთოფეთა" მაისურით გამოჩენის შემდეგ ობამეიანგმა კლუბის პრეს-სამსახურს პირველი ინტერვიუ მისცა და მანაც, ჯერ დორტმუნდელ ქომაგებს მოუბოდიშა, შემდეგ კი "არსენალთან" დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

"თავიდან იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ცუდად გამომივიდა. შუა სეზონში გუნდის მიტოვება რთულია, მაგრამ გერმანელმა გულშემატკივრებმა კარგად იცოდნენ, ახალ გუნდს გასულ ზაფხულშიც ვეძებდი. ბოდიში მათ, მოვლენები ასე რომ განვითარდა".

"შეცდომები დავუშვი, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. ყველამ კარგად იცის, რომ ობა გიჟი ბიჭია, ძალიან გიჟური. "ბურუსიაში" ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და ამას ვერ დავივიწყებ. მადლობა ამ გუნდს ყველაფრისთვის".

"მე ვეძებდი კლუბს, რომელიც ახალ გამოწვევებს დამისახავდა. "არსენალი" კი შესანიშნავი ვარიანტია. ეს გუნდი ყოველთვის იბრძვის საუკეთესოთა შორის მოსახვედრად და გამარჯვებებისთვის. მეც სწორედ ამიტომ ვარ აქ", - განაცხადა 28 წლის შემტევმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით