საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვისა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებებს უმასპინძლებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვისა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებებს უმასპინძლებს

1-02-2018, 16:33

24 და 27 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ლიტვისა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებებს შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. 

ორივე ამხანაგური მატჩი "ერთა ლიგის" მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ უეფას ახალი ტურნირი სექტემბერში აიღებს სტარტს. 

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, ორივე გუნდი "ერთა ლიგაში" C დივიზიონის წარმომადგენელია.

ლიტვის ნაკრები მე-4 ჯგუფში, რუმინეთთან, სერბეთთან და მონტენეგროსთან ერთად იბრძოლებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის. 

რაც შეეხება ესტონეთის ეროვნულ გუნდს, მარტინ რეიმის ბიჭები უნგრეთს, საბერძნეთსა და ფინეთს დაუპირიპსირდებიან. 

საქართველოს დედაქალაქში ჩასატარებელი ამხანაგური მატჩების სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია. 



  • AM11
  • 1 თებერვალი 2018 16:37
უნდა მოვიგოთ ორივე მატჩი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით