"ინტერი" და "მილანი" მარტინესისთვის იბრძვიან

2-02-2018, 22:11

მილანური კლუბების, "ინტერისა" და "მილანის" გზა ამჯერად სატრანსფერო ბაზარზე გადაიკვეთა.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ცნობით, ორივე ხსენებული გუნდი "რასინგის" 20 წლის თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესისთვის იბრძვიან.

აღნიშნული ინფორმაცია არგენტინული გუნდის პრეზიდენტმა, ვიქტორ ბლანკომაც დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მილანური გრანდების გარდა მარტინესის შეძენა სხვა იტალიურ გრანდებსაც სურთ.

ბლანკოს განცხადებით, "ნერაძურიმ" უკვე გააკეთა კიდეც შეთავაზება ფეხბურთელის თაობაზე, თუმცა არგენტინელებმა უარი განაცხადეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით