• 02-08-2023
    კაშიასა და კანკავას “სლოვანი” მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა
    კაშიასა და კანკავას “სლოვანი” მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

    ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ბრატისლავა “სლოვანმა” შინ “ზრინსკი” მიიღო, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

    ვინაიდან პირველი შეხვედრა “სლოვანს” 0:1 ჰქონდა მოგებული, ბრატისლავური გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალფიკაციო ეტაპზე გავიდა.

    საგულისხმოა, რომ “სლოვანის” ქართველმა ვეტერანმა მოთამაშეებმა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშეს.

    ცნობისთვის, ბრატისლავა “სლოვანის” მეტოქე ტირასპოლის “შერიფსა” და ჰაიფა “მაკაბის” შორის გამარჯვებული იქნება.

    Facebook კომენტარები