ანგოლელმა ფეხბურთელმა ლიტვური კლუბი ვიკიპედიით მოატყუა

4-02-2018, 19:14

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ლიტვის პირველ დივიზიონში. ქალაქ პანევეჟიცში ამავე სახელის მქონე არსებული კლუბი ფეხბურთელმა მოატყუა.

კერძოდ, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ანგოლელმა ფეხბურთელმა, როს ბარკლი მიგელმა გუნდს კონტრაქტის გაფორმებამდე ვიკიპედიაზე თავისი გვერდი ანახა, სადაც ინფორმაცია არასწორად იყო შეყვანილი.

ვებსაიტზე ეწერა, რომ ფეხბურთელი ერთი პერიოდი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "ქპრში" ირიცხებოდა და 36 თამაშში 45 გოლის გატანაც კი მოახერხა. გარდა ამისა, სტატიაში ეწერა რომ ის მცირე პერიოდის მანძილზე ინგლისის ნაკრების ღირსებასაც იცავდა.

სინამდვილეში, ბარკლი მართლაც ირიცხებოდა "ქპრში", ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ 18-წლამდელთა გუნდში. გარდა ამისა, მას ინგლისში მხოლოდ მერვე დივიზიონის გუნდ "უოლტონში" აქვს ნათამაშები, ისიც სამი მატჩი და სამივე უგოლოდ.



  • tsandro
  • 4 თებერვალი 2018 19:14
რა დააბოლა ჯიგარმა :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით