ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა "ერთა ლიგის" ჯგუფი შეაფასა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა "ერთა ლიგის" ჯგუფი შეაფასა

4-02-2018, 23:16

ყაზახეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ერთ-ერთმა მწვრთნელმა, კაირატ ნურდაულეტოვმა "ერთა ლიგის" ჯგუფზე ისაუბრა და თავისი გუნდის შანსები შეაფასა. როგორც მოგეხსენებათ, "ერთა ლიგაზე" საქართველოს ნაკრების მეტოქე ყაზახეთის ნაკრების იქნება. 

"საერთო ჯამში, კენჭიყრით კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში. რა თქმა უნდა, ბევრს სურდა ისეთ მეტოქეებთან შეხვედრა, როგორებიც ლიხტენშტეინი და გიბრალტარი არიან, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის დიდი გამოცდილება გაგვაჩნია. ამას დავამატოთ ისიც, რომ საკლუბო დონეზე ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო ევროპულ გუნდებს ხვდებიან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წარმატებულად გამოსვლის შანსები გვაქვს".

კითხვაზე, თუ რომელ ნაკრებს მიიჩნევს ჯგუფის ფავორიტად, ნურდაულეტოვი პასუხობს: 

"თითოეულ მეტოქეს ერთნაირად უნდა მოვეკიდოთ. ამ ნაკრებების დამარცხება შესაძლებელია. ამასთან, მეტოქის დაუფასებლობაც არ შეიძლება, რადგან ნებისმიერ გუნდს შეუძლია, რომ სიურპრიზი მოგვიწყოს. ჩვენს ოთხეულში საქართველოს ნაკრების გამოყოფა შეიძლება. მათ შემადგენლობაში გამოდიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის წამყვან დივიზიონებს წარმოადგენენ". - ამბობს კაირატ ნუდაულეტოვი 



  • AM11
  • 4 თებერვალი 2018 23:38
mainc sakartvelo gava pirvelze

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით