ჩაკვეტაძემ ბელგიელი ჟურნალისტები ისევ აალაპარაკა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ჩაკვეტაძემ ბელგიელი ჟურნალისტები ისევ აალაპარაკა

6-02-2018, 11:18

18 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური პრესის "სამიზნე" კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერადაც ახალგაზრდა შემტევის თამაშს ჟურნალისტები დადებითი კუთხით განიხილავენ და მეტიც, "გენტის" თავკაცს მის ძირითადის ფეხბურთელად გარდაქმნისკენ მოუწოდებენ.

ამხელა აურზაური "ბიზონების" ბოლო შეხვედრას მოჰყვა, როცა "ეუპენთან" ქართველი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა, "გენტმა" შინ 1 ქულა წაიღო, ჩაკვეტაძემ კი თხუთმეტიოდე წუთში თავისი ნიჭის კიდევ ერთხელ წარმოჩენა შეძლო.

როგორც ავღნიშნეთ, პრესაში ბელგიური კლუბის თავკაც ივ ვანდერჰეგის ნათლად მოუწოდებენ, რომ ჩაკვეტაძე უკვე იმსახურებს ძირითადში ადგილის დაკავებას, თუმცა ვის ხარჯზე მოხდება ეს, კონკრეტიზაციას თავს არიდებენ, კანდიდატი კი სამია - ბრეხტ დეჟაგერი, კუბო იაია და რომან იერემჩუკი.

მომდევნო ტურში "გენტი", რომელიც ახლა ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, "სენტ-ტრუიდენთან" გამართავს საშინაო შეხვედრას და არ იქნება გამორიცხული, ვანდერჰენგმაც საჯარო აზრი გაიზიაროს.

შეგახსენებთ, თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ბელგიის ჩემპიონატში გასულ ზაფხულს გადაბარგდა. ამ დროში მან სულ 5 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა (ჯამში 90 წუთი მოედანზე) აქტივში 1 გოლიც ჩაიწერა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით