"დორტმუნდის" თავკაცი "მილანის" ტალანტის ტრანსფერს ითხოვს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"დორტმუნდის" თავკაცი "მილანის" ტალანტის ტრანსფერს ითხოვს

7-02-2018, 10:24

"მილანის" ახალგაზრდა თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე მიმდინარე სეზონში კარგად ასპარეზობს და მისი შეძენის სურვილს რამდენიმე გუნდი გამოთქვამს. მათ შორის კი ერთ-ერთი გამოსარჩევი ბუნდესლიგის გრანდია.

საუბარია "დორტმუნდზე", რომელიც ზაფხულში 20 წლის იტალიელის დამატებას აუცილებლად ეცდება და ამისთვის მსუყე შეთავაზებასაც ამზადებს. "Bild"-ის ცნობით, ამ ტრანსფერით პირადად გერმანული კლუბის თავკაცი პიტერ შტიოგერია დაინტერესებული,  თუმცა "როსონერის" ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ისინი კუტრონეს გაყიდვას არ აპირებენ.

პატრიკი ამჟამად სეზონში ანაზღაურების სახით ნახევარ მილიონ ევროს იღებს და იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რამდენიმე დღეში ის ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებს, რის შემდეგაც მისი ჯამაგირი საგრძნობლად გაიზრდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით