ინგლისურ-იტალიური დუელი სატრანსფერო ბაზარზე

8-02-2018, 18:25

აპენინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" "შალკეს" ნახევარმცველ მაქს მეიერით ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო ზანონმა გასულ ზაფხულს "როსონერის" 22 წლის ნახევარმცველი შესთავაზა, თუმცა ლომბარდიელებმა მათი შემოთავაზება უარყვეს.

მიზეზი კი ჰაკან ჩალჰანოღლუ იყო. მირაბელი კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება არ ისურვა და საბოლოო არჩევანი თურქ ფეხბურთელზე გააკეთა. მიუხედავად ამისა, "მილანი" ახალგაზრდა გერმანელის დამატებას მომავალ ზაფხულში უფასოდ შეეცდება.

ამჟამად მეიერის გადაბირება უფრო რთული იქნება, რადგან მისით უამრავი გრანდი ინტერესდება, თუმცა იტალიური მედია ირწმუნება, რომ "როსონერისა" და "არსენალის" სახით ორი ფავორიტი გამოკვეთილია.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით