კვირკველიას გუნდი ნეიმარის შეძენასთან ახლოს იყო

8-02-2018, 21:03

მოსკოვის "ლოკომოტივის" პრეზიდენტის თქმით, მისი კლუბი ბრაზილიელი ნეიმარის შეძენას 2008 წელს აქტიურად ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ მის გადაბირებაზე უარი განაცხადა.

სოლომონ კვირკველიას გუნდის პრეზიდენტის განცხადებით, ნეიმარის დაწუნების მთავარი მიზეზი მისი ახალგაზრდული ასაკი და ადაპტაციის ვერ გავლის შესაძლო მომენტი იყო.

"ძალიან კარგი შანსი იყო ნეიმარს ჩვენს გუნდში ეთამაშა 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ, თუმცა მაშინ ის ახალგაზრდა იყო და ჩავთვალეთ, რომ ადაპტაციას ძნელად გაივლიდა".

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნეიმარი ამ დონეზე შეძლებდა ასვლას, რა დონეზეც ახლა თამაშობს", - განაცხადა "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა.



  • beka10
  • 8 თებერვალი 2018 21:03
gaasworebda ney mand :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით