ქარტველები, რომლებიც "ოქროს ბურთის" მოგებასთან ახლოს იყვნენ

8-02-2018, 23:51

ქართული ფეხბურთის დიდება და ოქროს წლები 1980-იან წლებთანაა დაკავშირებული, როდესაც თბილისის "დინამო" საერთაშორისო ასპარეზზე ევროპული ფეხბურთის გრადებს ტოლს არ უდებდა, ხოლო ქართველ ფეხბურთელებს საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოწინავე პოზიციები ეჭირათ.

სწორედ იმ წლებთანაა დაკავშირებული ქართველების დიდი აღიარებაც. რამდენიმე მოთამაშე ოქროს ბურთის პრეტენდენტადაც კი ითვლებოდა.

3 ქართველ ფეხბურთელი იმ წლებში ყველაზე ახლოს იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვებასთან.

სამივე მათგანი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტულის პრეტენდებტებს შორის 1981 წელს მოხვდა.

3) დავით ყიფიანი მე-11 ადგილი.
2) ალექსანდრე ჩივაძე მე-8 ადგილი.
1) რამაზ შენგენია მე-7 ადგილი.


სწორედ 1981 წელს "დინამომ" ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. რაც შეეხება იმ წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ეს წოდება დასავლეთ გერმანელმა კარლ ჰაინც რუმენიგემ მიიღო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით