ლეგენდარული რონალდო იკარდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

9-02-2018, 12:06

ბოლო პერიოდში მსოფლიო სპორტული პრესის მთავარი სასაუბრო თემა არგენტინელი თავდამსხმელის მაურო იკარდის "ინტერიდან" მადრიდის "რეალში" ტრანსფერია.

გავრცელებული ცნობით, ზაფხულში სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი კარიერას სწორედ "სამეფო კლუბში" გააგრძელებს.

იკარდის "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ გააკეთა.

"არ ვიცი აქვს თუ არა ოცნებად იკარდის "რეალში" გადასვლა. იტალიურ კლუბში მეც გამორჩეული წლები გავატარე ჩემი კარიერის და დარწმუნებული ვარ იქ ისიც ბედნიერია", - განაცხადა რონალდომ.


  • beka10
  • 9 თებერვალი 2018 12:26
კაცი ლეგენდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით