უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

16-04-2016, 20:58

საფეხბურთო პორტალი FOOTBALLNEWS.GE გთავაზობთ უიქენდის 5 გამორჩეულ მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

"ბაიერნი" - "შალკე" (შაბათი: 20:30)

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილი საკმაოდ დაძაბულია, რადგან ერთბაშად 5 გუნდი იბრძვის როგორც ჩემპიონთა ლიგისთვის, ასევე ევროპა ლიგისთვისაც. "ბაიერნს" თითქმის განაღდებული აქვს ვერცხლის სინი, რადგან ხუთი ტურით ადრე "დორტმუნდთან" სხვაობა 7 ქულაა. "შალკე" კი მეშვიდე ადგილზე იმყოფება და ევროტურნირის საგზურისთვის იბრძვის. "რეკორდმაისტერს" ყურადღების გადატანა ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს, რადგან გვარდიოლას შეგირდები ნახევარფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" ხვდებიან. ამ ფაქტორმა შესაძლოა "შალკეს" მცირედით მაინც წაეხმაროს და სტუმრებმა თავის სასარგებლოდ დაასრულონ მატჩი. ყურებადობის გარანტია: 80%  

"ინტერი" - "ნაპოლი" (შაბათი: 22:45)

ორივე კლუბი საკუთარ პლათფორმაზე დაგვიანებულ მატატებლებს ჰგავს. "ინტერი" ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს, რადგან მესამეადგილოსან "რომასთან" 6-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. თავის მხრივ, "ნაპოლისთვის" სერია ა-ს მოგება წარმოუდგენლად რთული ამოცანაა. დიდი ალბათობით, ტურინის "იუვენტუსი" არავის დაუთმობს სკუდეტოს. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს გონსალო იგუაინი, რომელმაც "ვერონასთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო. ასე რომ, ნეაპოლელები სან-სიროზე გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალის გარეშე ჩადიან. "ინტერი" განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მდევარ "ფიორენტინასთან" სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. ყურებადობის გარანტია: 86%  

"ბარსელონა" - "ვალენსია" (კვირა: 22:30)

"ბარსელონას" ზღაპარი დასრულდა. კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ზედიზედ ორჯერ ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას ვერ შეძლებენ. ფაქტია, რომ "ბლაუგრანას" ჩავარდნა აქვს. ჯერ მადრიდის "რეალმა" სძლია კამპ ნოუზე 1-2, შემდეგ "რეალ სოსიედადმა" 0 ქულით გამოუშვა სან სებასტიანიდან, ბოლოს კი "ატლეტიკომ" უდიდესი დარტყმა მიაყენა მეტოქეს, ვისენტე კალდერონზე 2-0 დაამარცხა "ბარსელონა" და ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ბაიერნს" დაუპირისპირდება. დიდი ალბათობით, ლუის ენრიკეს შეგირდები ლა ლიგის მოგებას მოახერხებენ, თუმცა ბოლო ორ მატჩში ისინი უქულოდ არიან. "ვალენსია" კრიზისულ მდგომარეობაშია, თუმცა ბოლო ტურში "სევილიასთან" გამარჯვებამ "ღამურები" ცოტა დაამშვიდა. ისინი ევროტურნირებისთვის ვეღარ იბრძვიან და მათი ამოცანაა მაქსიმალურად ზევით დაასრულონ ესპანეთის ჩემპიონატი. ყურებადობის გარანტია: 88%  

"ჩელსი" - "მანჩესტერ სიტი" (შაბათი: 20:30)

რამდენიმე თვის წინ ცნობილი იყო, რომ მანუელ პელეგრინი "მანჩესტერ სიტის" დატოვებდა და მის ნაცვლად პეპ გვარდიოლა მოვიდოდა. იმ პერიოდში გუნდმა ძალიან ცუდი თამაშის ჩვენება დაიწყო, გუნდმა ბევრი ქულა დაკარგა. ახლა ისინი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ვეღარ იბრძვიან, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოახერხეს გასვლა, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან. პელეგრინის გუნდმა "პსჟ"-ს საკმაოდ ჭკვიანურად ეთამაშა და შედეგიც სახეზეა, ფრანგები ტურნირს დაემშვიდობნენ. "ჩელსის" ვითარება კვლავ მძიმეა. გუნდის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ახალი სეზონიდან "არისტოკრატებს" ანტონიო კონტე ჩაიბარებს. ამჟამად "ჩელსი" მე-10 ადგილზე იმყოფება, რაც გუნდისთვის კატასტროფული მდგომარეობაა. ყურებადობის გარანტია: 90%  

"ლესტერი" - "ვესთ ჰემი" (კვირა: 16:30)

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი თვლიდა, რომ რაღაც მომენტიდან “ლესტერი” ქულების დაკარგვას დაიწყებდა და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას მარტივად გამოეთიშებოდა. როგორც ვხედავთ, ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამას “მელიების” ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ იფიქრდებდა. კლაუდიო რანიერი წარმატებულ სვლას აგრძელებენ და ისტორიულ ტიტულს კიდევ და კიდევ უახლოვდება. “ლესტერი” მეორეადგილოსან “ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებს. ამ ტურში კლაუდიო რანიერის გუნდს "ვესთ ჰემთან" მოუწევს საქმის გარკვევა, რომელიც ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. პრემიერ ლიგის წინა ტურში "ჩაქუჩებმა" მცირე სასწაული შემოგვთავაზეს. "არსენალთან" 0-2-ს აგებდნენ, შემდეგ 3-2 დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში შეხვედრა 3-3 დასრულდა. აღნიშნული მატჩი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ორივე გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაშია. ყურებადობის გარანტია: 92% სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით