გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა პრემიერლიგაში გადავიდეს

11-02-2018, 21:47

ბელგიური წყაროების ინფორმაციით, "გენტის" ქართველი ლეგიონერი, გიორგი ჩაკვეტაძე მომავალ ზაფხულს ინგლისის პრემიერლიგაში წავა.

წყაროს ცნობით, 18 წლის ნახევარმცველის შეძენით ლონდონის "ტოტენჰემი" და "ბორნმუთი" არიან დაინტერესებული. როგორც ცნობილია, ხსენებულ გუნდებს ქართველი ფეხბურთელის შეძენა ზამთარშიც სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ. მომავალ სატრანსფერო ბაზარზე კი ხელახლა ეცდებიან ჩაკვეტაძის გადაბირებას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გასულ ზაფხულს შეუერთდა ბელგიურ გუნდს. "გენტმა" სატრანსფერო ბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნს" აჯობა, რომელიც ქართველის სანაცვლოდ 6 მილიონ ფუნტს იხდიდა.


  • beka10
  • 11 თებერვალი 2018 22:15
ჩკვეტა საოცარი კაცია

  • fcarsenal
  • 12 თებერვალი 2018 00:58
შენ კიდევ საოცარი მზე ხარ ბექა მაგ შენი საოცარი ...ლეობა კომენტარებისთვის, ტვინი რო მ...ყანი!

  • Saba 35
  • 12 თებერვალი 2018 14:26
აუ საღოლ ვიღაცა ხარ რა

Beka saocari kaci xar... :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით