10-თვიან ტრავმას ბოლო მოეღო

12-02-2018, 12:51

აპენინურ მედიაში "ემპოლის" ქართველი ლეგიონერის, ლევან მჭედლიძესთან დაკავშირებით სასიამოვნო ცნობები გავრცელდა. "Iitirreno.gelocal.it"-ის ინფორმაციით, ლევანმა ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და უახლოეს მომავალში მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობაც ექნება.

მოგეხსენებათ, ემპოლური კლუბის ქართველი ფორვარდი 2017 წლის 23 აპრილს "მილანთან" მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ უქმობდა. აღნიშნულ შეხვედრაში მჭედლიძემ გოლის გატანაც კი შეძლო, თუმცა 54-ე წუთზე იძულებით დატოვა მოედანი.

10 თვიანი აღდგენითი პროცესის ბოლო ეტაპი 27 წლის ქართველმა ბარსელონაში გაიარა. ახლა ლევანი იტალიაშია და კლუბში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს იწყებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით