მომდევნო 3 წლის განმავლობაში "ჩემპიონთა ლიგა" მხოლოდ "სილქ უნივერსალზე" გავა

12-02-2018, 19:00

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე "ჩემპიონთა ლიგის" მატჩების ტრანსლაციის უფლება მხოლოდ "სილქ უნივერსალზე" მოხდება.

როგორც ცნობილია, ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აშუქებს, მაგრამ ეს სეზონი მათთვის უკანასკნელი იქნება. 

როგორც "სილქის" გენერალურმა პროდიუსერმა, ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა, კომპანია ვალდებულია, რომ "ჩემპიონთა ლიგის" მატჩები ღია არხზე აჩვენოს.

"მინდა დავამშვიდო მაყურებელი, რომ უფასო, ღია ეთერში, "სილქ უნივერსალზე" იქნება თამაშები წარმოდგენილი. როდეაც ჰქონდა პირველ არხს ან "რუსთავი ორს", იმ პერიოდში ჩვენ მხოლოდ ფასიან არხებზე ჩვენების უფლება გვქონდა. მათ - ღია ეთერში. რადგან ახლა ღია ეთერში მსურველი არ იყო, ჩვენ შევიძინეთ ღია ეთერიც. რომ არ შეგვეძინა, მაშინ მოხდებოდა, რომ საერთოდ არ იქნებოდა ჩემპიონთა ლიგა. ეს მინდა გავაგებინოთ მაყურებელს როგორმე. "სილქ უნივერსალი" არის ყველგან ხელმისაწვდომი. თუ გაქვს პირველი არხი, "რუსთავი ორი", "იმედი" და ა.შ. ნებისმიერი სამაუწყებლო ქართული არხი, ე.ი. ავტომატურად გაქვს "სილქ უნივერსალიც". თუ ტელევიზტორი არ გაქვს, შესაბამისად, ვერ უყურებ ვერაფერს". - განაცხადა "სილქის" საფეხბურთო მიმართულების პროდიუსერმა, ლევან სალუქვაძემ



  • AM11
  • 12 თებერვალი 2018 19:13
pirveli arxi ufro mosaxerxebeli iko

  • albora
  • 12 თებერვალი 2018 21:08
ფულის ხამები ხართ და მაგიტო ჯიბე გაისქელეთ საღოლ თქვენ

ციტატა: albora
ფულის ხამები ხართ და მაგიტო ჯიბე გაისქელეთ საღოლ თქვენ

კაი ბიჯო აბა ჩემპიონთა ლიგის გარეშე ვრჩებოდით და სულ არაფერს ჯობია ისე ხო ვიცი როცა ცენტრალური თამაშები იქნება სილკზე ბატე შახტარის თამაშები იქნება:დდდ ისე კი საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ქვია და ხალხის ფულით სულდგმულობს და თუ მაგასაც აღარ გაუშვებენ ჯობია საერთო დახურონ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით