პიკემ ისტორიაში ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პიკემ ისტორიაში ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

12-02-2018, 23:39

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ პოზიციების მიხედვით ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

"ჩემთვის საუკეთესო მეკარე ვიქტორ ვალდესია. ვფიქრობ, ის "ბარსას" ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა."

"ისეთ გადამწყვეტ მომენტებში, როგორიცაა მაგალითად ფინალი, ყოველთვის იყო მომენტი, როცა მისი დახმარება გვჭირდებოდა. და ის ყოველთვის ადგილზე იყო."

"რაც შეეხება მცველს, ამ პოზიციაზე პუიოლს ავირჩევ. ის ყოველთვის ძმასავით მექცეოდა და ჩვენ საოცარი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ის "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანია."

"ნახევარმცველის პოზიციაზე ჩავის ვირჩევ. ის კლუბის კიდევ ერთი სიმბოლოა. ვფიქრობ, ის არის მოთამაშე, რომელმაც შეცვალა ფეხბურთი თავისი ცოდნით."

"თავდამსხმელად კი რონალდოს დავაყენებ. ის წლები, რაც მან "ბარსაში" გაატარა, წარმოუდგენელი იყო. არაერთი მძიმე ტრავმის მიუხედავად, მთელი კარიერის მანძილზე მაინც უმაღლესი დონის ფეხბურთს გვიჩვენებდა." - აცხადებს პიკე.



მეკარე-რენე იგიტა
მცველი-კარლოსი
ნახევარმცველი-ინიესტა
წინ მესი და რონალდინიო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით