ფასონე: "მილანმა" მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია"

13-02-2018, 10:36

"მილანის" გენერალური დირექტორის მარკო ფასონე "პუმასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა. როგორც უკვე მოგახსენეთ, "როსონერისა" და "ადიდასს" შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს გაწყდება და კლუბს 2018 წლის 1 ივლისიდან "პუმა" შემოსავს.

"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც "როსონერის" განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მოხარული ვარ გამცნოთ, რომ მომდევნო სეზონიდან ჩვენი ტექნიკური სპონსორი "პუმა" იქნება. ამ კომპანიასთან ფეხბურთის ფასეულობების პატივისცმა გვაერთიანებს და მჯერა, ჩვენი თანამშრომლობაც წარმატებული იქნება".

"პუმა" მსხვილ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს და სტრატეგიული გეგმა, რომელიც ერთად შევიმუშავეთ, გუნდს დამატებით შემოსავლებს მოუტანს. მჯერა, რომ ერთად ახალ ექსტრაორდინალურ მიზნებს მივაღწევთ, როგორც მოედანზე, ისე სავაჭრო ბაზრებზე", - ამბობს ფასონე.


საინტერესო

  • levani25
  • 13 თებერვალი 2018 15:42
ადიდასმა დაადო მაგრად მილანს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით