დემბელემ ვარჯიში ისევ გამოტოვა

13-02-2018, 11:27

"ბარსელონას" ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან შენაძენ უსმან დემბელეს კატალონიურ კლუბში საქმე იდეალურად ნამდვილად ვერ აეწყო. ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა გადაიტანა და სეზონის პირველი ნახევარი თითქმის სულ ლაზარეთში გაატარა.

ახალგაზრდა ფრანგი შემტევი ესპანეთის ლა ლიგის გასულ ტურში "ხეტაფესთან" მატჩში გამოჩნდა, თუმცა გამოჩნდა, რომ სასურველი ფორმისგან ძალიან შორსაა და გულშემატკივრის მხრიდან კრიტიკაც დაიმსახურა.

მართალია დემბელე დაბრუნდა, თუმცა მან გუშინდელი ვარჯიში ისევ გამოტოვა. როგორც "ბლაუგრანას" პრესსამსახურმა მოგვიანებით განმარტა, 20 წლის მოთამაშეს გასტრიტი აქვს და სავარჯიშო სესიაზე მისვლა ვერ შეძლო.

ცნობისთვის, დემბელემ მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 9 შეხვედრაში დაეხმარა და აქტივში 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.


საინტერესო

სუფთა პიტალო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით