მადრიდელ ქომაგებს "პსჟ"-ს შემტევი ტრიო უფრო ხიბლავთ

13-02-2018, 12:19

მადრიდულმა გამოცემა "Marca"-მ, რომლის მკითხველთა დიდი ნაწილი "რეალის" ქომაგია, საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ქომაგებმა "სამეფო კლუბისა" და "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობების კომბინირებით საუკეთესო თერთმეტეული შეადგინეს.

რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა "ბლანკოსის" შემტევი ტრიო - მადრიდელებმა რონალდოს, ბენზემასა და ბეილის ნაცვლად არჩევანი ნეიმარზე, კავანიზე და მბაპეზე შეაჩერეს.

გამოკითხვაში ფანებმა თითოეულ პოზიციაზე არჩევანი ცალ-ცალკე გააკეთეს და აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი სხვაობით პროცენტული შედეგი ბენზემასა და კავანის წყვილმა დაიმსახურა, სადაც ურუგვაელმა ფორვარდმა 90% მიიღო.

შეგახსენებთ, "პსჟ" და "რეალი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გაეჯიბრებიან. 

მადრიდელი ქომაგების მიერ შედგენილი ხსენებული თერთმეტეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით